დამტკიცებულია შპს „ქ. თბილისის N2 საოჯახო მედიცინის ცენტრის“ დირექტორის
2024 წლის 27 დეკემბრის C-179-2024 ბრძანებით
მომსახურების სფეროს აღწერილობა
შპს „ქ. თბილისის N2 საოჯახო მედიცინის ცენტრი“ წარმოადგენს ამბულატორიულ სამედიცინო დაწესებულებას და ფუნქციონირებს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (გარდა შრომის კოდექსით განსაზღვრული უქმე დღეებისა) 10:00-დან 18:00 საათამდე.
სამედიცინო დაწესებულება წარმოადგენს საოჯახო მედიცინის ცენტრს, სადაც შესაძლებელია ოჯახის ექიმების, პედიატრებისა და თერაპევტების მომსახურების მიღება, ისევე როგორც, აცრების, ლაბორატორიული და რადიოლოგიური კვლევების ჩატარება, სხვადასხვა მიმართულების სპეციალსტთა მომსახურების მიღება. კერძოდ, კლინიკაში ხელმისაწვდომია ენდოკრინოლოგის, კარდიოლოგის, ოფთალმოლოგის, ნევროლოგის, ოტორინოლარინგოლოგის, გინეკოლოგის, უროლოგის, ბავშვთა ქირურგის, ბავშვთა ტრამვატოლოგ-ორთოპედის, დერმატოლოგის, ფიზიოთერაპევტის, ლოგოპედის, სამკურნალო მასაჟის სპეციალისტების მომსახურება.
თითოეული ექიმის სამუშაო განრიგისა თუ სხვა დეტალური ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე 032 269 16 26.
სამედიცინო დაწესებულება შემოთავაზებული სამედიცინო სერვისის ფარგლებში ემსახურება ნებისმიერი ასაკის პაციენტს, რომელიც წარმოადგენს სამედიცინო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ დოკუმენტაციას (პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს, პირადობის მოწმობა/პასპორტი/დაბადების მოწმობა იმ არასრულწლოვანის შემთხვევაში, რომელსაც ასაკიდან გამომდინარე, ჯერ არ აქვს პირადობის მოწმობა) ამბულატორიული მომსახურების მიღების მიზნით.
სამედიცინო დაწესებულების სამედიცინო პერსონალი შედგება ათი ოჯახის ექიმის, ორი პედიატრის, ორი თერაპევტის, ორი ენდოკრინოლოგის, სამი კარდიოლოგის, ერთი ოფთალმოლოგის, სამი ნევროლოგის, სამი ოტორინოლარინგოლოგის, ერთი გინეკოლოგის, ერთი უროლოგის, ერთი ბავშვთა ქირურგის, ერთი ბავშვთა ტრამვატოლოგ-ორთოპედის, ერთი დერმატოლოგის, ოთხი რადიოლოგის, ერთი ონკოლოგის, ერთი ნარკოლოგის, ერთი ფიზიოთერაპევტის, ერთი ლოგოპედისა და სამი სამკურნალო მასაჟის სპეციალისტისაგან.
სამედიცინო დაწესებულებას ასევე გააჩნია თანამშრომლობის ხელშეკრულებები სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებთან რენტგენოლოგიური გამოკვლევისა და მაღალტექნოლოგიური კვლევების (კომპიუტერული ტომოგრაფია) ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით.
სამედიცინო დაწესებულება სარგებლობს ამავე მისამართზე განთავსებული ლაბორატორიის მომსახურებით (ხელშეკრულების საფუძველზე). ლაბორატორიის ხელმძღვანელია ექიმი ლაბორანტი ნათია ადამაშვილი.
სამედიცინო დაწესებულების სამედიცინო პერსონალს ხელმძღვანელობს დირექტორის მოადგილე სამედიცინო დარგში ნინო ლეჟავა. სამედიცინო დაწესებულების საშუალო მედპერსონალს ხელმძღვანელობს მთავარი ექთანი თამარ გეგეჭკორი, რომელიც თავის მხრივ ექვემდებარება დირექტორის მოადგილეს სამედიცინო დარგში.
