N2 საოჯახო მედიცინის ცენტრის მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ სახელმწიფო პროექტებით გათვალისწინებული უფასო სერვისებით. არსებული სახელმწიფო პროგრამები ხელს უწყობს დაავადების დიაგნოსტიკას, მკურნალობასა და მის პრევენციას.
კლინიკაში შესაძლებლობა გაქვთ ისარგებლოთ საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით. პროგრამა გულისხმობს 100%-მდე დაფინანსებას სამედიცინო მომსახურებებზე: ექიმ-სპეციალისტებთან კონსულტაციები, ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური გამოკვლევები.